პროექტებით სწავლება-Intel
Thursday, September 17, 2015
გაკვეთილის გეგმა,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"ა.წერეთლის პოემის,,თორნიკე ერისთავი"მიხედვით
ინტეგრირებული გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის თემა
|
,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“
ა.წერეთლის
პოემა - „თორნიკე ერისთავი“
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური
IX კლასი
|
საგნები
მასწავლებელი
|
ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია,გეოგრაფია
ეკა გოგოლაძე, ნათია ბუხრიკიძე,
ნაზიკო კაპანაძე
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
კლასში არის 24 მოსწავლე ,სსსმ
მოსწავლე არ გვყავს.
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეები გაიაზრებენ შესწავლილ
ნაწარმოებს , პოემის მიხედვით გააანალიზებენ საქართველოს ისტორიულ- გეოგრაფიულ
ვითარებას მე-10 და მე-19 საუკუნეებში. იმსჯელებენ საქართველოს ტერიტორიის
ფორმირებაზე, გამოთქვამენ ვარაუდებს ნაწარმოებში გამოყვანილი პერსონაჟების შესახებ. ახსნიან რისი თქმა სურს მწერალს ისტორიული ამბის
გადმოცემით.
|
მისაღწევი შედეგი
|
მოსწავლეები დააზუსტებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას სხვადასხვა
წყაროებზე დაყრდნობით, ამოწერენ საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშვებისათვის,
აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე, წარმოადგენენ მომზადებულ
პრეზენტაციებსა და კედლის გაზეთებს ,კონტურულ რუკაზე დაიტანენ თორნიკე ერისთავის
გზას საქართველოდან ათონის ივერთა მონასტრამდე.
|
კავშირი სტანდარტთან
|
ქართული IX.8 მოსწავლეს
შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართული
IX.1 მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
გეოგრაფია IX .2 მოსწავლეს შეუძლია განიხილოს
საქართველოს მდგომარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
ისტორია IX.5 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების
გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარებაზე.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
აქტივობა 1. მასწავლებლების საუბარი გაკვეთილის თემის, მიზნისა
და მოსწავლეთა შეფასების შესახებ . ( 2 წთ).
აქტივობა 2. მოსწავლეები მოკლედ გადმოსცემენ პოემის
,,თორნიკე ერისთავი“ შინაარსს.( 8 წთ).
აქტივობა 3. კითხვა- პასუხი (10-15 წთ).
ქართული
ისტორია
გეოგრაფია
აქტივობა 4.მოსწავლეების
მომზადებული პრეზენტაციების ჩვენება.(10 წთ)
·
თორნიკე
ერისთავი- ბერი და სარდალი
·
ათონის
ივერთა მონასტერი
·
X საუკუნის საქართველო
აქტივობა 5.პრაქტიკული სამუშაო (5
წთ) კონტურულ რუკაზე მუშაობა.
აქტივობა 6.გაკვეთილის შეჯამება (5წთ)
მოსწავლეები ბარათებზე წერენ, რა დამამახსოვრდა ამ
გაკვეთილიდან
აქტივობა 7 შეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების
რუბრიკებით.
საშინაო დავალება.თემა: თორნიკედან
იოანემდე განვლილი გზა
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელოები: ქართული ენა და ლიტერატურა (ავტორი
ნ.მაღლაკელიძე, ნ.ღონღაძე ,დ.კვანჭიანი, თ.ღონღაძე ,თ.ცხადაია)
გეოგრაფია
(ავტორი მ ბლიაძე, გ.ჭანტურია,დ.კერესელიძე,ზ.სეფერთელაძე)
ისტორია
(ავტორინ.ასათიანი, მ. ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი, რ.მეტრეველი, გ.ოთხმეზური)
საქართველოს ფიზიკური რუკა
(სხვადასხვა საუკუნის),ევროპის პოლიტიკური რუკა,კონტურული რუკა,პროექტორი, კომპიუტერი
.ფორმატები,მარკერები, ფურცლები, საოფისე პროგრამები, ინტერნეტთან
დამაკავშირებელი ხელსაწყოები, საძიებო სისტემები.
|
Monday, January 27, 2014
Wednesday, November 27, 2013
ტრენინგის მე–9 დღე;
ძალიან მწყდება გული რომ ასეთი ტრენინგი დამთავრდა,Intel-ის ტრენინგებზე ძალიან,ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.პრეზენტაცია არაჩვეულებრივი იყო ,კოლეგების პროექტები ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ეს დამეხმარება სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნათია მაისურაძეს ასეთი თავდადებული სწავლებისთვის.მე კი ვეცდები ნათიას იმედები გავამართლო და მაქსიმალურად გამოვიყენო ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
დიდი მადლობა და ძალიან მომენატრებიიიიიიიიიიიიიიიით!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნათია მაისურაძეს ასეთი თავდადებული სწავლებისთვის.მე კი ვეცდები ნათიას იმედები გავამართლო და მაქსიმალურად გამოვიყენო ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
დიდი მადლობა და ძალიან მომენატრებიიიიიიიიიიიიიიიით!
Saturday, November 23, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)