Thursday, September 17, 2015

პრეზენტაცია,,თორნიკე ერისთავი"

პროექტის პორტფოლიო

25 თებერვალი-თბილისი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში

გაკვეთილის გეგმა,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"ა.წერეთლის პოემის,,თორნიკე ერისთავი"მიხედვით


                       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“
.წერეთლის პოემა - „თორნიკე ერისთავი
სწავლების  საფეხური
საბაზო საფეხური
IX კლასი
საგნებ
მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია,გეოგრაფია
ეკა გოგოლაძე, ნათია ბუხრიკიძე, ნაზიკო კაპანაძე
მოსწავლეთა
რაოდენობა
კლასში არის 24 მოსწავლე ,სსსმ მოსწავლე არ გვყავს.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები გაიაზრებენ შესწავლილ ნაწარმოებს , პოემის მიხედვით გააანალიზებენ საქართველოს ისტორიულ- გეოგრაფიულ ვითარებას მე-10 და მე-19 საუკუნეებში. იმსჯელებენ საქართველოს ტერიტორიის ფორმირებაზე,   გამოთქვამენ ვარაუდებს ნაწარმოებში გამოყვანილი პერსონაჟების შესახებახსნან რისი თქმა სურს მწერალს ისტორიულ ამბის გადმოცემით.
მისაღწევი შედეგი
მოსწავლეები დააზუსტებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ამოწერენ საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშვებისათვის, აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ სხვადასხვა თვალსაზრისს  სადავო ან პრობლემურ საკითხებზე, წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციებსა და კედლის გაზეთებს ,კონტურულ რუკაზე დაიტანენ თორნიკე ერისთავის გზას საქართველოდან ათონის ივერთა მონასტრამდე.
კავშირი სტანდარტთან























ქართული IX.8 მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
  • აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუაშვებისათვის.
ქართული IX.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი  სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
  • მოსწავლე პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.
  • იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას, მსჯელობისას მოყავს ციტატები საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან.
გეოგრაფია IX .2 მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდგომარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
  • მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე.
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ,დააქვს კონტურულ რუკაზე სხვადასხვა ეპოქის საზღვრები.
ისტორია IX.5 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარებაზე.

  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე.
  • აანაზღაურებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.
გაკვეთილის
მსვლელობა
აქტივობა 1.  მასწავლებლების საუბარი გაკვეთილის თემის, მიზნისა და მოსწავლეთა შეფასების შესახებ .  ( 2 წთ).

აქტივობა 2მოსწავლეები მოკლედ გადმოსცემენ პოემის ,,თორნიკე ერისთავი“ შინაარსს.( 8 წთ).
აქტივობა 3. კითხვა- პასუხი (10-15 წთ).
ქართული
  • როდის არის პოემა დაწერილი და საქართველოს ცხოვრების რა პერიოდია აღწერილი?
  • რას ნიშნავს სიტყვები,,მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას?“
  • აკაკი წერეთელი  ყურადღებას ამახვილებს ძველ ქართველთა ნადიმზე ,ამით რაზე მიანიშნებს იგი თანამედროვეებს?
ისტორია
  • რა ვიცით მე-10 საუკუნის საქართველოს შესახებ?
  • ვინ იყო დავით კურაპალატი?
  • რა ვიცით ჰალისის ბრძოლის შესახებ?
  • რა ვიცით ,,ზემო ქვეყნების“ შესახებ?
გეოგრაფია
  • როდის იყო საქართველო ყველაზე დიდი?
  • როდის იყო ყველაზე პატარა?
  • როგორ შეიცვალა საქართველოს ფართობი მე-10 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე?
აქტივობა 4.მოსწავლეების მომზადებული პრეზენტაციების ჩვენება.(10 წთ)
·        თორნიკე ერისთავი- ბერი და სარდალი
·        ათონის ივერთა მონასტერი
·        X საუკუნის საქართველო
აქტივობა 5.პრაქტიკული სამუშაო (5 წთ) კონტურულ რუკაზე მუშაობა.
აქტივობა  6.გაკვეთილის შეჯამება (5წთ)
მოსწავლეები ბარათებზე წერენ, რა დამამახსოვრდა ამ გაკვეთილიდან
აქტივობა 7 შეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკებით.
საშინაო დავალება.თემა: თორნიკედან იოანემდე განვლილი გზა
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელოები: ქართული ენა და ლიტერატურა (ავტორი ნ.მაღლაკელიძე, ნ.ღონღაძე ,დ.კვანჭიანი, თ.ღონღაძე ,თ.ცხადაია)
გეოგრაფია (ავტორი მ ბლიაძე, გ.ჭანტურია,დ.კერესელიძე,ზ.სეფერთელაძე)
ისტორია (ავტორინ.ასათიანი, მ. ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი, რ.მეტრეველი, გ.ოთხმეზური)
საქართველოს ფიზიკური რუკა (სხვადასხვა საუკუნის),ევროპის პოლიტიკური რუკა,კონტურული რუკა,პროექტორი, კომპიუტერი .ფორმატები,მარკერები, ფურცლები, საოფისე პროგრამები, ინტერნეტთან დამაკავშირებელი ხელსაწყოები, საძიებო სისტემები.