Wednesday, November 27, 2013

ტრენინგის მე–9 დღე;

     ძალიან მწყდება გული რომ ასეთი ტრენინგი დამთავრდა,Intel-ის ტრენინგებზე ძალიან,ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.პრეზენტაცია არაჩვეულებრივი იყო ,კოლეგების პროექტები ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ეს დამეხმარება სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში.
    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნათია მაისურაძეს ასეთი თავდადებული სწავლებისთვის.მე კი ვეცდები ნათიას იმედები გავამართლო და მაქსიმალურად გამოვიყენო ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
დიდი მადლობა და  ძალიან მომენატრებიიიიიიიიიიიიიიიით!

Wednesday, November 20, 2013

მე-8 დღე

დასრულდა ტრენინგის დღეები...გული მწყდება,
23-ში პრეზენტაცია გვაქვს, ვნერვიულობ ბევრი სამუშაო მაქვს,მინდა ნათია მასწავლებლის იმედები გავამართლო და სრულყოფილად შევძლო თავის წარდგენა.
ბოლო სამუშაო დღე მართლაც ძალიან დატვირთული იყო, დავასრულეთ პროექტის გეგმა.
ვფიქრობ ეს ტრენინგი ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს,რათა უკეთესად დაგეგმოს პროექტები.ამ გადასახედიდან წინა წლებში ჩემი დაწერილი გეგმები არაფრად მეჩვენება.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას  ვინც ეს ტრენინგი გაიარა და პრეზენტაციისთვის ემზადება.

Saturday, November 16, 2013

უფლისციხე 1

უფლისციხე

ტრენინგის მე-7 დღე

ჩვეულებისამებრ მეტად დატვირთული სამუშაო დღე,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე,გავაკეთეთ მოსწავლეთა შეფასებები.

Monday, November 4, 2013

ნათიას გამოგზავნილი ვიდეო

ტრენინგის მე-6 დღე;

დატვირთული დღე; თანდათან პროექტის გეგმა სრულყოფილი ხდება,ვიმუშავეთ ბლოგზე;გავაკეთეთ ბლოგის ჩანართები,ჩვენს ბლოგებზე ავტვირთეთ ვიდეოები.
გავაკეთე მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკა.

Sunday, November 3, 2013

Sunday, October 27, 2013

მოდული 2; დღე მე-2



დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ; ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და ჩავწერეთ პროექტის გეგმაში; შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავაკეთეთ გეგმის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე.


Saturday, October 26, 2013

მოდული 2; დღე 1–ლი;

ძალიან დატვირთული დღე, როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით; დავიწყე მუშაობა პროექტის გეგმაზე.21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებისა და საგნობრივი სტანდარტის შეჯერებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები;ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ირგვლივ: შევთანხმდით, რომ ზოგადი კითხვა არ საჭიროებს კონკრეტულ პასუხს,ან უბრალოდ არ არსებობს ერთი პასუხი; თემატური კითხვა მიახლოებულია ჩვენი პროექტის მიზანთან,ხოლო შინაარსობრივი–გამომდინარეობს უშუალოდ ჩვენი პროექტის მიზნიდან.
 ახლა შევეცდები ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრო შესაბამისი კითხვები;
წარმატებას ვუსურვებ ჩემ თავს და ყველას, ვისაც ეს დავალება აქვს შესასრულებელი.
გთავაზობთ მიმართულების მიმცემ კითხვებს:

ზოგადი კითხვა-რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნის დასაცავად?

თემატური კითხვა-ციხე თავდაცვის საშუალებაა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება?

შინაარსობრივი კითხვა-რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში უფლისციხემ?რომელ ეპოქაში ფუნქციონირებდა უფლისციხე, როგორც თავდაცვითი ნაგებობა?

Tuesday, October 22, 2013

მოდული 1; დღე 1;

Intel-ის ტრენინგები დაიწყო.ვფიქრობ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს ეს ტრენინგი, რადგან მისი შინაარსი პროექტების დაგეგმაში და განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება.

Monday, October 21, 2013

მოდული 1; დღე მე–2

       ამჯერად პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროა; ლამაზი ბუკლეტი შევქმენი და ძალიან მიხარია;
       დიდი მადლობა ნათია მასწ. ძალიან მიყვარხარ!

მოდული 1; დღე მე–2;

            დღეს პროექტისთვის ბუკლეტის დამზადება გვევალება;
         
           ვეცადე და მგონი კარგი გამომივიდა, ამისათვის დიდი მადლობა ნათია მასწ.

          ველოდები ტრეინინგის მე–3 დღეს. ნათია  ძალიან მიყვარხარ!