Saturday, October 26, 2013

მოდული 2; დღე 1–ლი;

ძალიან დატვირთული დღე, როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით; დავიწყე მუშაობა პროექტის გეგმაზე.21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებისა და საგნობრივი სტანდარტის შეჯერებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები;ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ირგვლივ: შევთანხმდით, რომ ზოგადი კითხვა არ საჭიროებს კონკრეტულ პასუხს,ან უბრალოდ არ არსებობს ერთი პასუხი; თემატური კითხვა მიახლოებულია ჩვენი პროექტის მიზანთან,ხოლო შინაარსობრივი–გამომდინარეობს უშუალოდ ჩვენი პროექტის მიზნიდან.
 ახლა შევეცდები ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრო შესაბამისი კითხვები;
წარმატებას ვუსურვებ ჩემ თავს და ყველას, ვისაც ეს დავალება აქვს შესასრულებელი.
გთავაზობთ მიმართულების მიმცემ კითხვებს:

ზოგადი კითხვა-რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნის დასაცავად?

თემატური კითხვა-ციხე თავდაცვის საშუალებაა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება?

შინაარსობრივი კითხვა-რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში უფლისციხემ?რომელ ეპოქაში ფუნქციონირებდა უფლისციხე, როგორც თავდაცვითი ნაგებობა?

2 comments:

  1. გეთანხმები ეკა მართლაც რომ ძალიან დატვირთული დღე, როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით; დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებისა და საგნობრივი სტანდარტის შეჯერებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები;ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ირგვლივ:

    ReplyDelete
  2. რა კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი,ყოჩარი გოგო ხარ!

    ReplyDelete