Sunday, October 27, 2013

მოდული 2; დღე მე-2



დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ; ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და ჩავწერეთ პროექტის გეგმაში; შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავაკეთეთ გეგმის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე.


Saturday, October 26, 2013

მოდული 2; დღე 1–ლი;

ძალიან დატვირთული დღე, როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით; დავიწყე მუშაობა პროექტის გეგმაზე.21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებისა და საგნობრივი სტანდარტის შეჯერებით განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები;ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ირგვლივ: შევთანხმდით, რომ ზოგადი კითხვა არ საჭიროებს კონკრეტულ პასუხს,ან უბრალოდ არ არსებობს ერთი პასუხი; თემატური კითხვა მიახლოებულია ჩვენი პროექტის მიზანთან,ხოლო შინაარსობრივი–გამომდინარეობს უშუალოდ ჩვენი პროექტის მიზნიდან.
 ახლა შევეცდები ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრო შესაბამისი კითხვები;
წარმატებას ვუსურვებ ჩემ თავს და ყველას, ვისაც ეს დავალება აქვს შესასრულებელი.
გთავაზობთ მიმართულების მიმცემ კითხვებს:

ზოგადი კითხვა-რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნის დასაცავად?

თემატური კითხვა-ციხე თავდაცვის საშუალებაა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება?

შინაარსობრივი კითხვა-რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში უფლისციხემ?რომელ ეპოქაში ფუნქციონირებდა უფლისციხე, როგორც თავდაცვითი ნაგებობა?

Tuesday, October 22, 2013

მოდული 1; დღე 1;

Intel-ის ტრენინგები დაიწყო.ვფიქრობ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს ეს ტრენინგი, რადგან მისი შინაარსი პროექტების დაგეგმაში და განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება.

Monday, October 21, 2013

მოდული 1; დღე მე–2

       ამჯერად პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროა; ლამაზი ბუკლეტი შევქმენი და ძალიან მიხარია;
       დიდი მადლობა ნათია მასწ. ძალიან მიყვარხარ!

მოდული 1; დღე მე–2;

            დღეს პროექტისთვის ბუკლეტის დამზადება გვევალება;
         
           ვეცადე და მგონი კარგი გამომივიდა, ამისათვის დიდი მადლობა ნათია მასწ.

          ველოდები ტრეინინგის მე–3 დღეს. ნათია  ძალიან მიყვარხარ!